გივი ყულჯანიშვილს
აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაცია
,,მე–9 არხს“ დაკავებულის შვილმა – ლაშა ყულჯანიშვილმა დაუდასტურა.
მისი თქმით, საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.
აბასთუმანში ბრალდებულის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება
დაიწყო. ადგილობრივების ნაწილი ფიქრობს, რომ ყულჯანიშვილს დანაშაული
არ ჩაუდენია. შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის
წარმომამდგენელი კურორტ აბასთუმანში, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე 24 ივნისს დააკავეს. გამოძიებამ
დაადგინა, რომ გივი ყულჯანიშვილი თავის სამოქმედო ტერიტორიაზე
მოქალაქეს მფარველობას დაჰპირდა. შესაბამისი ნებართვისა და პროექტის
გარეშე ორი სარეკლამო ბანერის განთავსების სანაცვლოდ მან მოქალაქეს
ქრთამის სახით გამოართვა 400 აშშ დოლარი და 1200 ლარი.
სამართალდამცველებმა გივი ყულჯანიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დაბა
აბასთუმანში დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე
საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს,
რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გივი ყულჯანიშვილს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა
შეეფარდა. ინფორმაცია ,,მე–9 არხს“ დაკავებულის შვილმა – ლაშა
ყულჯანიშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, საქმეს თბილისის საქალაქო
სასამართლო განიხილავს.
აბასთუმანში ბრალდებულის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება
დაიწყო. ადგილობრივების ნაწილი ფიქრობს, რომ ყულჯანიშვილს დანაშაული
არ ჩაუდენია.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის
წარმომამდგენელი კურორტ აბასთუმანში, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე 24 ივნისს დააკავეს. გამოძიებამ
დაადგინა, რომ გივი ყულჯანიშვილი თავის სამოქმედო ტერიტორიაზე
მოქალაქეს მფარველობას დაჰპირდა. შესაბამისი ნებართვისა და პროექტის
გარეშე ორი სარეკლამო ბანერის განთავსების სანაცვლოდ მან მოქალაქეს
ქრთამის სახით გამოართვა 400 აშშ დოლარი და 1200 ლარი.
სამართალდამცველებმა გივი ყულჯანიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დაბა
აბასთუმანში დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე
მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.