ავარია ახალციხეში - დაზიანდა სამი მანქანა
ახალციხეში სამი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა. რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 18:30 საათზე მოხდა, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, BMW -ს მარკის ავტომობილი ცხრა აპრილის ქუჩის ჩასახვევიდან მოძრაობდა, რა დროსაც შუქნიშანთან ჰიუნდაისა და მერსედესის მარკის ავტომობილებს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს ვიდეოკამერების ჩანაწერებს შემოწმება.
შსს-ში ამბობენ, რომ სამართალდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.