საფრანგეთის ორი მოქალაქე,
საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს“ გავლით, ნარკოტიკული
ნივთიერების შემცველი პრეპარატების შემოტანას შეეცადა.
შემთხვევა 23 ივნისს დაფიქსირდა.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საფრანგეთის მოქალაქე ბ.ა.-ის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, 11 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი CoDoliprane, ხოლო საფრანგეთის მოქალაქე რ.გ.ნ.-ის ხელბარგის დათვალიერებისას, 13 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი Lamaline აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.
|