აბასთუმანში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაჭრილი მამაკაცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ დაპირისპირების შედეგად დაჭრილ მამაკაცს მხარზე ორი ჭრილობა აქვს, გაუწიეს სამედიცინო დახმარება და დაახლოებით ორ საათში სახლში გაწერეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. "პაციენტს აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი ჭრილობა მარჯვენა იდაყვის და მხრის არეში. ჭრილობა არის შემავალი და გამჭოლი. რენდგენოგრაფიით ძვლის დაზიანება არ დგინდება, ჩაუტარდა ქირურგიული მომსახურება", – აცხადებს კლინიკის ქირურგი შოთა ქუფარაშვილი.
კურცხანას ხეობაში დაპირისპირება დაახლოებით დღის პირველ ნახევარში მოხდა. დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა, მეორე კი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
Tv9news.ge-ს ინფორმაციით, დაპირისპირება მხარეებს შორის დაგვიანებულ და გაუცემელ ანაზღაურებას მოყვა. გარდაცვლილისგან, მკვლელობაში ბრალდებული, მუშებისთვის სახელფასო თანხის მიცემას ითხოვდა. საუბარი ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა, რასაც მოგვიანებით სროლა მოყვა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ახალციხელია, დაჭრილი კი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში ცხოვრობს, რაც შეეხება ბრალდებულს ის აბასთუმნის მკვიდრია.
მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.