სამართალი
აბასთუმანში მოკლული კაცი დღეს დაკრძალეს
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დაბა აბასთუმანში მოკლეს, 27 აპრილს დაკრძალეს. გარდაცვლილი 34 წლის დავით მელიქიძეა, რომლის კომპანია შპს ,,დევუდი“ აბასთუმანი-საირმეს დამაკავშირებელ შემოვლით გზაზე მუშაობდა. ორი კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებაც ამ ინფრასტრუქტურულ პროექტს მოჰყვა.
პირი, რომელმაც ერთი ადამიანი მოკლა, მეორე კი დაჭრა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული აბასთუმნის მკვიდრია, რომელსაც სამართალდამცველები მეხუთე დღეა ეძებენ. საპოლიციო კონტროლი გამკაცრებულია აბასთუმანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
შემთხვევა 23 აპრილს მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა მხარემ სანადირო თოფით ერთი პირი დაჭრა, მეორე კი მოკლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გააზიარეთ :