ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბესო ენდელაძის საქმეში, კიდევ ერთი ბრალდებული, დამნაშავედ ცნო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით რატი დემეტრაძეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მან დანაშაული აღიარა, ორ წლიანი პატიმრობა პირობითი მსჯავრით შეეცვალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა ბრალდების მხარემ.
დემეტრაძის ადვოკატი კი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ მათი მტკიცებულებების საფუძველზე ნათია მერაბიშვილს გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოეტანა. ირაკლი ბარძიმაძე მართლმსაჯულების ორგანოდან სამოტივაციო ნაწილის მიღებას ელოდება, რის შემდეგადაც გადაწყვეტს გაასაჩივრებს თუ არა განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა დემეტრაძეს ხევაშნელი ბესო ენდელაძის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 376–ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც 2–დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
|