ახალციხეში მანქანა გზიდან გადავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში. თვითმხილველების თქმით, BMW-ს მარკის ავტომანქანის მძღოლი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
„ჩქარა მიდიოდა და სანიაღვრეში გადავარდა. მანქანა დამტვრეულია, დაშავებული არავინაა“, - ამბობს საბარგო სადგურის მაცხოვრებელი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას შეესწრო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხლის მე-10 ნაწილით დაჯარიმდა.