აბასთუმნის ტყეში ახალგაზრდები დაიკარგნენ
დაბა აბასთუმანში ახალციხელ ახალგაზრდებს ეძებენ. ისინი ტყეში ხუთ ივნისს, დღისით შევიდნენ, მას შემდეგ კი აღარ გამოჩენილან. ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ შვიდ ახალგაზრდას ტყეში გზა აებნა და უკან ვეღარ დაბრუნდნენ.
"მაშველები და რეინჯერები ეძებენ. ტყეში შევიდნენ პიკნიკზე, იქ ზევით ტელეფონი აღარ იჭერს. ზუსტად არც იციან რამდენნი არიან, ამბობენ შვიდი პირიო. ჯერ თქვეს სკოლის მოსწავლეებიო, ახლა გავარკვიეთ რომ შვიდივე ზრდასრულია".
ამ დრომდე გრძელდება დაკარგული ახალგარდების სამძებრო სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან პასუხს ოთხი საათია ველით. ინფორმაცია ჯერ არ მოუწოდებია შინაგან საქმეთა სამინისტროს.