სამართალი
რა წერია ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გადაყვანაზე საქალაქო სასამართლოს დროებით განჩინებაში
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ივანე ღლონტის მიერ დღეს გამოცემულ დროებით განჩინებაში ვკითხულობთ, რომ პირველმა ინსტანციამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალა „ქმედების განხორციელება, რომლითაც ისინი დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე უზრუნველყოფენ ნინოწმინდის პანსიონატში ჩარიცხული შშმ ბავშვების სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ან რეინტეგრაცია) გადაყვანას“.
3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 4 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა და სააგენტომ უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა. ამავე განცხადების მიხედვით, კიდევ 10 ბავშვის გადაყვანაზე მიმდინარეობდა მუშაობა. 4 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ნინოწმინდის პანსიონიდან რამდენიმე არასრულწლოვანი გამოიყვანეს.
გააზიარეთ :