სააპელაციო სასამართლომ
ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლის, შალვა გოგოლაძის
მოთხოვნა, რომ ის პოლიტიკური ნიშნით იყო გათავისუფლებული და ამისთვის
მორალური ზიანის ანაზღაურება ეკუთვნოდა – არ დააკმაყოფილა.
სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ქალაქ ახალციხის საკრებულოს
მოთხოვნა, რომელიც ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების
ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც შალვა გოგოლაძე იურიდიული
კომისიის თანამდებობაზე აღადგინეს და საკრებულოს 3 თვის იძულებით
განაცდურის ანაზღაურება დააკისრეს. შალვა
გოგოლაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
და მის გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებს. ქალაქ ახალციხის
საკრებულოში ჯერ არ შეთანხმებულან, გაასაჩივრებენ თუ არა
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

განაცდურის ანაზღაურება დააკისრეს.
შალვა