2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის ანზორ გელდიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ახალციხეში მარათონი გაიმართა. 5-კილომეტრიან გარბენში მონაწილეობა მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს. გარბენი, სიმბოლურად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, უმცროსი სერჟანტის ანზორ გელდიაშვილის სახელობის ხიდთან დასრულდა.
Agile Spirit 2021-ის ორფოლოს მიმართულების ხელმძღვანელობამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ქართველმა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებმა სპორტული აქტივობებიც გამართეს. მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილე სამხედროები ერთმანეთს მკლავჭიდში, ბაგირის გადაწევასა და ფეხბურთშიც შეეჯიბრნენ.მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021 დასკვნით ფაზაში მიმდინარეობს. სწავლებებში ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას. სწავლება ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებითა და დახურვის ოფიციალური ცერემონიალით დასრულდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.