ჭრილობები იყო მძიმე და სიცოცხლესთან შეუთავსებელი - ოლიკო ბუაჩიძე
19:52 / 06.08.2021
ბორჯომის „ჯეოჰოსპიტალის“ კლინიკური მენეჯერის, ოლიკო ბუაჩიძის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი კლინიკაში კისრისა და მხრის მრავლობითი ჭრილობებით შევიდა და დაზიანებები მას, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს.
როგორც მან მეცხრე არხთან განმარტა, პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, თუმცა კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, დაახლოებით 40 წუთში გარდაიცვალა.
„დილის საათებში შუახნის მამაკაცი თვითდინებით შემოვიდა. მას ჰქონდა მრავლობითი ჭრილობები კისრის და მხრის არეში. რა გზით იყო მიყენებული ჭრილობები, დაზუსტებით ვერ გეტყვით. სავარაუდოდ, მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. პაციენტს მაშინვე ჩაუტარდა სარეანიმაციო ღონისძიებები. ჭრილობები იყო მძიმე და სიცოცხლესთან შეუთავსებელი. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ბუაჩიძემ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.