ახალქალაქში ქვეითს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა
დღეს, 14 ოქტომბერს, ახალქალაქში, ცენტრალურ გზაზე, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. საშუალო ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალქალაქის მკვიდრია, მას BMW-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა.