ასპინძაში მამაკაცი მოკლეს
ასპინძის სოფელ აწყვიტაში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 46 წლის სოფელ ნიჯგორის მაცხოვრებელი მამაკაცი. ადგილობრივების თქმით, წუხელ გვიან ღამით, აწყვიტის მაცხოვრებელი ვ.წ.-ს მანქანით დაეჯახა და მიიმალა, რის შემდეგ მოკლული შვილებთან ერთად, მასთან სახლში მივიდა. შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ვ.წ.- ს დანა გულში აქვს ჩარტყმული. 46 წლის მამაკაცი ადგილზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.