"სახლში მოვედი და ყველაფერი გადმოყრილი დამხვდა" - სახლიდან ოქრო მოიპარეს
18:25 / 12.01.2022
ახალციხეში, ერთ დღეში ორ სახლში უკანონოდ შევიდნენ, აქედან ერთი კი გაქურდეს.
რუსთაველის 101 ნომერში მცხოვრები დაზარალებულის თქმით, წაღებულია 6 000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები. მეორე სახლში კი მეპატრონეს ძვირადღირებული ნივთების დანაკარგი ჯერ არ შეუმჩნევია.
სახლი დაკეტილი იყო, ოჯახი აქ არ ცხოვრობს. ქალი,რომელსაც ძვირფასეულობა მოჰპარეს ამბობს, რომ ქალაქი 9 იანვარს ორი დღით დატოვა, სახლში დაბრუნებულს კი ნივთები გადმოყრილი, ოქრო კი წაღებული დახვდა.
დაზარალებული ვარაუდობს, რომ ქურდმა კარი გასაღებით გააღო და გასვლისას ისევ დაკეტა. სავარაუდოდ, მან იცოდა, რომ ორივე სახლში მეპატრონე არ იმყოფებოდა.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან აიღეს ანაბეჭდები, ადგილზე კინოლოგებმა მიიყვანეს ძაღლი,რომელიც დამნაშავის კვალს გაჰყვა და გაქურდული ბინიდან მეზობლად მდებარე ბინაში შევიდა, რომელიც მეპატრონეს გაღებული დახვდა.
შსს-ში ამბობენ, რომ ორივე შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლმადე, ან შინაპატიმრობით.
უწყებაში გვითხრეს, რომ პოლიციას ბრალდებული ჯერ არ დაუკავებია, ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.