სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა 24 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 1-ელი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 188 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 40 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში, 39 სამართალდარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 31 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში - 24, აჭარაში - 17, შიდა ქართლში - 13, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 10, ქვემო ქართლში - 8, გურიაში - 2, მცხეთა-მთიანეთში კი, 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
რაც შეეხება დედაქალაქს, 2022 წლის აპრილში, თბილისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 211 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 60 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 12 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა