ნინოწმინდის საბაჟოზე არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს
ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დიდი ოდენობის არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, მისაბმელი კონსტრუქციის იატაკში მოწყობილ სამალავში, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების, არადეკლარირებული სიგარეტი აღმოჩნდა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების მკაცრი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.