"ცოლის და შვილის გადასარჩენად ცეცხლმოკიდებულ სახლში შევარდა" - რას ჰყვებიან ხანძრის თვითმხილველები
13:03 / 10.06.2022
ხანძრის თვითმხილველი თამარ ბურდული "მეცხრე არხთან" მომხდარს იხსენებს. მისი თქმით ხანძარი მაშინ შენიშნა, როცა ფანჯრის ჩამსხვრევის ხმა გაიგონა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ახალციხეში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ე.წ ვერიპლანის დასახლებაში სახლი დაიწვა. ახალციხეში ბარათაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბარცუმ ბაბოიანი. მცირე დამწვრობები აქვს მიღებული მის მეუღლესაც. ამ წუთებში ბაბოიანი კლინიკა "ევექსში" იმყოფება. მომხდართან დაკავშირებით საკრებულოს წევრი კომენტარს არ აკეთებს. ინფორმაციას არ გასცემს არც სამედიცინო დაწესებულება
ხანძარი ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ბაბოიანის სახლს დაახლოებით 11:20 საათზე გაუჩნდა. ცეცხლი მეორე სართულს მოედო. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე რჩებიან სახანძრო სამსახურის ჯგუფები.
ამბარცუმ ბაბოიანის ირგვლივ მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის. 2020 წლის ნოემბერში მისი კუთვნილი ავტომობილი დაიწვა. მსგავსი ინციდენტი მოხდა 2017 წლის 2 დეკემბერსაც, რა დროსაც ამბარცუმ ბაბოიანის ავტომობილთან აფეთქება მოხდა. შედეგად მისი ავტომობილი დაზიანდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.