სამართალი
საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა
საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად, ერთ-ერთი ფეხბურთელი თოდორ ნედელევი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გუნდის სხვა წევრები არ დაშავებულან.
შემთხვევა თბილისში, აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ეროვნული ნაკრების წევრები, უეფას მოთხოვნების შესაბამისად, ორ ავტობუსში მოთავსდნენ, რომელთაც პოლიციის ესკორტი მიაცილებდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტობუსი მეორეს შეეჯახა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველო-ბულგარეთის საფეხბურთო მატჩი გაიმართება.
interpressnews.ge
გააზიარეთ :