ავტოსაგზაო შემთხვევა ვალესთან - დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესია
დღეს 16 ივნისს ქალაქ ვალესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "პიკაპის" ტიპის ავტომობილი გზიდან გადავარდა. დაშავებულია 45 წლამდე მამაკაცი, რომელიც თავდაპირველად კლინიკა "იმედში" შეიყვანეს. კლინიკის მენეჯერის მზია კაკოშვილის განმარტებით, პაციენტი კატასტროფის ჯგუფს თბილისში გადაჰყავს. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.
მამაკაცთან ერთად დაშავდა მისი შვილიც, რომელსაც კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდა. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.