„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 26 პირი დააკავა
პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირები სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისთვის დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები იმ ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც 2 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება უნდა გაიმართოს.
„ალტ-ინფოს" ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან მათი ლიდერები ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო.