საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,კარწახი“ არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,კარწახი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკების მოქალაქეების, როგორც კუთვნილი ავტომანქანების, ასევე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 10 060 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
„საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.