სამართალი
ავტოავარიას მღვდელმთავარი ემსხვერპლა
სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე ხუფენია ავტოავარიას ემსხვერპლა. შემთხვევა მარტყოფთან 30 ივლისს მოხდა. სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ ეპისკოპოსი დამიანე 1959 წელს სოხუმში დაიბადა.
ბერად აღიკვეცა 2004 წლის 2 იანვარს;
დიაკვნად ეკურთხა 2004 წლის 4 სექტემბერს;
მღვდლად ეკურთხა 2005 წლის 28 აგვისტოს;
ეპისკოპოსად ეკურთხა 2013 წლის 3 ნოემბერს.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, როგორც ამ ეტაპზე დგინდება, ავტომანქანას მართავდა მძღოლი, შემთხვევის შედეგად დაშავებულები სხვა პირები კი გადაყვანილი არიან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
,,მწუხარებას გამოთქვამთ ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ სამთავისისა და კასპის ეპარქიას, განსვენებულის სამწყსოს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. უფალმა აცხონოს ეპისკოპოს დამიანეს უკვდავი სული და მართალთა თანა დააწესოს იგი,"- წერია განცხადებაში.
გააზიარეთ :