ნინოწმინდაში, 6 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა
ნინოწმინდაში, 6 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. მცირეწლოვანი ველოსიპედით საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადავიდა. შემთხვევა 8 აგვისტოს მოხდა. ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დაზარალებულს კლინიკაში საჭირო გამოკვლევები ჩაუტაერდა. შედეგად გამოვლინდა ჰემატომები თავის არეში, ტვინის შერყევა და თავის ქალის მცირე დაზიანება. თუმცა, ექიმების თქმით, ამ ეტაპზე ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მოზარდს ამ ეტაპზე ნეიროქირურგის კონსულტაცია ესაჭიროება. ახალქალაქში შესაბამისი სპეციალისტის არ არსებობის გამო, ბავშვი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს.
Jnews.ge