ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში ინტერნეტის კაბელები მოიპარეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში ქურდობა მოხდა. ვაჩიანის გზატკეცილზე უცნობმა პირებმა ჯერ გაჭრეს, შემდეგ კი NETCOM-ის კუთვნილი 40 მეტრიანი ინტერნეტ კაბელი მოიპარეს.
შედეგად, სოფელი ვაჩიანი და ბუზავეთი დილიდან ინტერნეტის გარეშე დარჩა. კომპანიამ დაახლოებით 1500 ლარი იზარალა. ქურდობის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
შემთხვევა 25 აგვისტოს, დილის 6-დან 7 საათამდე მოხდა.
Jnews ge