ახალციხეში საქონლის სადგომიდან პირუტყვი მოიპარეს
ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში, ადგილობრივს ხარი მოპარეს. შემთხვევა 10 სექტემბერს, გამთენიისას მოხდა. დაზარალებული ამბობს, რომ დამნაშავემ საქონლის სადგომში შეაღწია და ერთი სული პირუტყვი გაიყვანა. მისი თქმით, მოპარული საქონლის ფასი დაახლოებით, 2 000 ლარია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დამნაშავე და მოპარული საქონელი ჯერ არ უპოვიათ.