სამართალი
ბორჯომში, მდინარეში ქალის ცხედარი იპოვეს
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, მაშველებმა მდინარე მტკვრიდან ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ბორჯომი ავრცელებს.
გარდაცვლილი სავარაუდოდ ხანდაზმული ქალია. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
გააზიარეთ :