სამართალი
ახალციხეში ავტომანქანა მოზარდს დაეჯახა
ახალციხეში, სკოლისკენ მიმავალ ბავშვს ვატომანქანა დაეჯახა. შემთხვევა ახალციხეში, მეხუთე სკოლის მიმდებარედ, დაახლოებით 9:00 სთ-თვის მოხდა.
თვითმხილველთა თქმით, ავტომანქანა ნელა მოძრაობდა, რა დროსაც მოზარდმა ცენტრალურ გზაზე მოულოდნელად გადაირბინა. სერიოზული დაზიანებები მოსწავლეს არ მიუღია.
,,ალბათ 20-30-ით მოდიოდა მანქანა, უცებ გამოჩნდა ბავშვი, დაცემისგან განაკაწრები აქვს მხოლოდ, თვითონვე ითხოვდა, სკოლაში დავრჩებიო"- აღნიშნეს მეცხრე არხთან.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
გააზიარეთ :