პარლამენტის წევრი ჯავახეთიდან ავარიაში მოყვა
ქართული ოცნების დეპუტატი პარლამენტში სამველ მანუკიანი, ნინოწმინდა - წალკის გზაზე ავტოავარიაში მოყვა. პარლამენტის წევრი თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი მეცხრე არხთან ამბობს, რომ დაშავებულ დეპუტატს ცოტა ხნის წინ ესაუბრა.
,,მგონი წალკის მიმდებარედ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რამდენიმე წუთის განმავლობაში ვისაუბრეთ და მითხრა, რომ უკეთ არის" - აღნიშნა ახალქალაქის მერმა.
მანუკიანის ახლობლების თქმით, პარლამენტის დეპუტატის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.