სამართალი
ახალქალაქში, ქორწილის კორტეჟი ავარიაში მოყვა
ახალქალაქი-არაგვას გზაზე, დღეს, 4 თებერვალს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. jnews.ge-ის ინფორმაციით, ქორწილის კორტეჟის მანქანა საპირისპიროდ მიმავალ ავტომობილს შეეჯახა, შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მდგომარეობის სიმძიმის გამო, ორი მათგანის თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
„ხუთივე პირი ჩვენთან შემოიყვანეს სხვადასხვა დაზიანებებით. აქედან ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკაში რჩება, ხოლო ოთხი თბილისში უნდა გაიყვანონ რეფერალით“,- აცხადებენ კლინიკაში.
დაშავებულებმა სხვადასხვა სირთულის დაზიანება მიიღეს. მედიკოსთა ცნობით, კლინიკაში გადაყვანილებს ძირითადად ხერხემალი, თვალები და სახის ძვლები დაუზიანდათ. იმ პაციენტებს, რომლებსაც ნეიროქირურგია ესაჭიროებათ, თბილისში სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაჰყავთ. არც ერთ მათგანს, ამ დრომდე არ აღენიშნება შინაგანი ორგანოების ხილული დაზიანებები, შინაგანი სისხლდენა, თუმცა მათი მკურნალობა და გამოკვლევები გრძელდება.
გააზიარეთ :