ახალქალაქში სექსუალური კავშირის იძულებისა და ინტიმური ფოტოების გავრცელების მუქარისთვის 21 წლის ბიჭი დააკავეს
23:03 / 14.02.2023
ახალქალაქში, 15 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის იძულებისა და ინტიმური ფოტოების გავრცელების მუქარისთვის 21 წლის ბიჭი დააკავეს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს.
სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ პუნქტით მიმდინარეობს, რაც სექსუალური კავშირის იძულებას (იგივე ქმედება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) გულისხმობს. გარდა ამისა, დაკავებულს სსკ–ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ ქმედებას – გამოძალვასაც ედავებიან. დანაშაული 9–დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულსაც და დაზარალებულსაც სახაზინო ადვოკატები იცავენ. სხდომა მედიისთვის დახურული იყო. გამოძიება დაუდასტურებელი ინფორმაციით, 15 წლის გოგონას ინტიმური ფოტოების სოციალურ ქსელში მაინც გავრცელდა, თუმცა უცნობია უშუალოდ ბრალდებულმა გაავრცელა, თუ საქმეში სხვა პირები მონაწილეობდნენ. ბრალდებულის უფლებადამცველის, გიორგი ჩიტაშვილის განმარტებით, სასამართლოში გირაო მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ მათი წინადადება არ გაითვალისწინა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.