ახალქალაქში შუახნის კაცი დანით დაჭრეს - დაკავებულია ორი პირი
18 თებერვლის ახალქალაქში შუახნის კაცი ა.რ. მუცლის ღრუში დანით დაჭრეს. ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს.
დაზარალებული ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების განმარტებით, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "მეცხრე არხს" განუცხადეს, რომ ცხელ კვალზე დაკავებულია ორი პირი, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას და ძალადობას.