სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
მოქალაქე 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებას უკანონოდ ახორციელებდა. ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია ახალციხის „საქმიან ეზოში”.