სამართალი
მტკვარში დაკარგული 15 წლის გოგო იპოვეს
დაახლოებით 12 საათიანი ძებნის შემდეგ ასპინძაში დაკარგული გოგო ნახეს. მაშველები, მყვინთავები და მოსახლეობა გ.ვ-ს 9 ივნისიდან ეძებდნენ. ძებნა ძირითადად მდინარის პირას მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდები მტკვარში საბანაოდ იყვნენ შესული, რა დროსაც ადიდებულმა მდინარემ გოგო გაიტაცა.
შემთხვევა ე.წ. ერკოტის უბანში, ერეკლეს ნახიდართან მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოზარდი ხიდთან, სწორედ მყვინთავმა ნახა.
ასპინძის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ ეძებენ გიმზერ კაველიძეს, რომელიც 5 მაისს დაიკარგა. სოფელ ნაქალაქევში დაკარგული 28 წლის მამაკაცის ძებნა ასპინძის გარდა, ახალციხის, ბორჯომის და მიმდებარე ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.
გააზიარეთ :