სამართალი
ასპინძაში მდინარეში დაღუპული გოგონა დღეს დაკრძალეს
ასპინძაში მდინარეში დაღუპული გოგონა დღეს დაკრძალეს. მოზარდი დაახლოებით 12 საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. მაშველები, მყვინთავები და მოსახლეობა გ.ვ-ს 9 ივნისიდან ეძებდნენ. ძებნა ძირითადად მდინარის პირას მიმდინარეობდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდები მტკვარში საბანაოდ იყვნენ შესული, რა დროსაც ადიდებულმა მდინარემ გოგო გაიტაცა. შემთხვევა ე.წ. ერკოტის უბანში, ერეკლეს ნახიდართან მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოზარდი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით, 300 მეტრში მყვინთავმა ნახა.
ასპინძის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ ეძებენ გიმზერ კაველიძეს, რომელიც 5 მაისს დაიკარგა. ის ბოლოს მდინარესთან ნახეს, ამიტომ აქვთ ეჭვი, რომ ის მტკვარში ჩავარდა. სოფელ ნაქალაქევში დაკარგული 28 წლის მამაკაცის ძებნა ასპინძის გარდა, ახალციხის, ბორჯომის და მიმდებარე ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.
გააზიარეთ :