სამართალი
შესყიდვების სააგენტომ ახალქალაქის მერიის შესყიდვებში დარღვევები დაადგინა
შესყიდვების სააგენტომ ახალქალაქის მერიის შესყიდვებში დარღვევები დაადგინა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ის შესყიდვები შეისწავლა, რომელშიც შპს „მეგობრობა 5“ მონაწილეობდა. აღნიშნულ კომპანიას ფლობს მერიის ა(ა)იპ „დახურული საცურაო აუზის“ დირექტორი მარტინ გაბრიელიანი, რაც კანონდარღვევაა.
მერიის მიერ, შესყიდვების პროცესში დაშვებულ დარღვევებზე, შესყიდვების სააგენტომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სატენდერო კომისიის წევრებს სიტყვიერი შენიშვნა მიეცათ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ახალქალაქის მერიის ტენდერების შესწავლა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის საფუძველზე დაიწყო. ორგანიზაციამ გაარკვია, რომ მარტინ გაბრიელიანის კომპანიამ თითქმის, ოთხ წელში 36 ტენდერში გაიმარჯვა და ბიუჯეტიდან მილიონ 400 ათასამდე ლარი მიიღო. თანხის ნახევარი ახალქალაქის ბიუჯეტიდან დაერიცხა.
აღნიშნულზე მოკვლევა დაიწყო სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ. უწყებაში გვითხრეს, რომ საქმის შესწავლა მიმდინარეობს.
გააზიარეთ :