ფარეხასთან ავარია მოხდა
დღეს, 5 სექტემბერს, ფარეხასთან ავარია მოხდა. შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შსს-მ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაიწყო.