17 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე მამა დააკავეს
დასავლეთ საქართველოში, 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა, რის შემდეგაც ნაყოფი, სავარაუდოდ, დაიღუპა, მოზარდმა კი კლინიკა დღეს დატოვა.
როგორც ადგილობრივმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, გოგონა საავადმყოფოში გამოკითხეს.
„იქ მოყვა, რომ მას ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდა მამა. სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ემუქრებოდა ბავშვს“,- განუცხადა გოგონას თანასოფლელმა „რადიო თავისუფლებას“.
გარდა ამისა, ვრცელდება სკოლის დირექტორის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ მოზარდმა სკოლა გასულ წელს დაამთავრა და მისთვის არასდროს შეუმჩნევიათ, რომ ის შესაძლოა, ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. მისივე თქმით, შვილის სასკოლო ცხოვრებაში დედასთან ერთად, მამა აქტიურად იყო ჩართული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.