პოლიციელთა ხელფასები იზრდება
დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მინისტრის ანგარიშის მიხედვით, სამინისტროს თანამშრომლების ხელფასების ზრდა გრძელდება.
კერძოდ, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2020-2024 წლებში საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების ხელფასი 80%-მდე გაიზარდა, მათ შორის, პატრულინსპექტორის − 58%-ით, უფროსი დეტექტივის − 61%-ით, ხოლო გამომძიებლის ხელფასი − 80%-ით.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, 2022 წელს, სამინისტროს ყველა თანამშრომლის ხელფასი 10%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წელს, უკვე გაზრდილი ხელფასის ზრდა მოხდა დამატებით 20%-ით, ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა და პირველი იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლის არსებული ხელფასი დამატებით კიდევ 10%-ით გაიზარდა.