იარაღის შეძენის წესში ცვლილებები შევიდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 7 ივნისს, გაზის (აირის) იარაღის, შეძენის/რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა.
თუ პირს სურს გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაცია, საჭიროა, იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, შსს-ს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან თანხმობა, მომსახურების სააგენტოში წარადგინოს.
შსს-ს თანახმად, დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი გარემოებების შესწავლის საფუძველზე, თანხმობის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას იღებს შსს-ს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო.
გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
,,პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში დაბარებული პირის არგამოცხადება/მისვლაზე უარი ან/და პირის საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე მისული უფლებამოსილი პირის არდაშვება წარმოადგენს თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს", — წერს შსს.