ახალქალაქში ძალადობის ბრალდებით დაკავებული კაცი 5000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა
ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ კაცს, ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 5000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა, ბრალდებული უკვე თავისუფალია.
შემთხვევა ახალქალაქში 23 ივნისს მოხდა, ძალადობის დროს ქალმა თავდაცვის მიზნით ქმარი ცივი იარაღით დაჭრა.
ირკვევა, რომ ქმარი ცოლზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა. მეზობლები ჰყვებიან, რომ ხშირად ესმოდათ ყვირილისა და ჩხუბის ხმა, თუმცა სამართალდამცველებისთვის არც ერთხელ მიუმართავთ. ბოლო შემთხვევის დროს ქალმა თავდაცვის მიზნით ქმარს დანა დაარტყა, მამაკაცს ჭრილობა მტევანზე აქვს.
"საღამო იყო, ჩხუბის დროს ხალხი მათ სახლისკენ გაიქცა და სისხლი დაინახეს, მერე გავიგეთ რომ ცოლს დანა დაურტყია. ეს გოგონა კონფლიქტში არავისთან არ შედიოდა, როგორც ჩანს ქმარი ავიწროებდა, ხშირად სცემდა, მაგრამ სამართალდამცველებისთვის არავის უთქვამს, აქამდე, მაგდონემდე საქმე არ მისულა"-ამბობს ადგილობრივი ნანა მშვიდობაძე.
გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ბრალდებულს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს.