პატრულის ეკიპაჟი ავარიაში მოყვა
ფოტო არქივიდან
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს საპატრულო პოლიციისა და "ოპელის" მარკის ავტომობილები შეეჯახა.
შეჯახების შემდეგ "ოპელის" მარკის ავტომობილი ამობრუნდა, საპატრულოს მანქანა კი ხეს შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125–ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.