ბორჯომში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში გუშინ ღამით მოხდა. ტელეკომპანია "ბორჯომის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანაქანა სავარაუდოდ კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამინი გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.