ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ასპინძაში, სოფელ რუსთავთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა.
ასპინძა-ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურზე ავიდა. ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველებიც. დაზიანებულია მსუბუქი ავტომანქანა.
როგორც, შსს-ში "მეცხრე არხს" განუცხადეს, მომხდარის გამო მძღოლი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით დაჯარიმდა.