ასპინძაში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
დაბა ასპინძის გასასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 31 ივლისს საღამოს მოხდა, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ, შეჯახების შედეგად მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავიდა და ბუჩქებში ჩავარდა.
ავარიის შედეგად დაშავდა 3 მგზავრი. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათ მსუბუქი დაზიანებები და დაჟეჟილობები აქვთ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მაშველები, რომლებიც ცდილობენ მსუბუქი ავტომანქანა გზაზე გადმოიყვანონ.
შსს-მ საქმეზე ძიება, სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.