ახალქალაქის შესასვლელთან სატვირთო მდინარეში გადავარდა
დღეს, 22 აგვისტოს, ახალციხიდან ახალქალაქის შესასვლელთან, სატვირთო ავტომობილი ხიდიდან მდინარეში გადავარდა. ავარიის შედეგად მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ადგილზე ახალქალაქის სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მუშაობდნენ. მძღოლს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.თვითმხილველთა განმარტებით, დაზარალებულის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ გახდა, რადგან მძღოლს მსუბუქი ჭრილობები ჰქონდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დარეგისტრირდა.