ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშური-ბორჯომის საავტომობილო მაგისტრალზე
ხაშური-ბორჯომის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.