ნინოწმინდაში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ნინოწმინდაში სოფელ საღამოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა 28 აგვისტოს, საღამოს მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, 'მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
შედეგად მანქანის მძღოლი დაშავდა, რომელიც ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ახალქალაქის საავადმყოფოში tv9news.ge განუცხადეს, სამედიცინო დაწესებულებაში 40 წლამდე კაცი შეიყვანეს, რომელსაც სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა და დღეს დილით გაეწერა.
"სხეულზე ჰქონდა მცირე დაზიანებები და სახის არეში მოტეხილობები. ყველა სამედიცინო დახმარება გაეწია, ღამე საავადმყოფოში გაატარა და დღეს დილით გავწერეთ"- გვითხრა ალექსანდრე თოროიანმა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებიც მუშაობდნენ.