ასპინძაში ავარია მოხდა
დღეს, 8 სექტემბერს საღამოს დაახლოებით 20:00 საათზე, დაბა ასპინძის შესასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ასპინძა-ნიჯგორის დამაკავშირებელ გზაზე, მსუბუქმა ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც, tv9news.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის გამო, ავტომობილის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვათა კოდექსის მიხედვით დაჯარიმდა.