ასპინძაში მეხის დაცემის შედეგად 40 წლამდე კაცი გარდაიცვალა
ასპინძაში, სოფელ ოთასთან მეხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა.
შემთხვევა დღეს, 10 სექტემბერს ოთის ტყეში მოხდა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ორივე მათგანი სოფელ ოთის მკვიდრნი არიან. მეხის დაცემის შედეგად 40 წლამდე ჯ.კ ადგილზე გარდაიცვალა. ფ.მ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გამოსაკვლევად გადაიყვანა.
"ორივე ერთად იყვნენ, ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორეც გაითიშა, მაგრამ სასწრაფოს რომ გადაჰყავდა საავადმყოფოში გონზე მოსულა ახლა კვლევებს უტარებენ. ძლიერი წვიმა არ ყოფილა, სულ 10 წუთი წვიმდა, თუმცა ისეთი ხმა იყო თითქოს მეხი ჩამოვარდაო, ორივე ახალგაზრდები არიან"- გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი.